ქალთა შორის, ახლო წარსულში რეიტინგის პირველი ნომერი, ამჟამად კი მსოფლიოს მესამე ჩოგანი სიმონა ჰალეპი როლან გაროსზე არ იასპარეზებს.
რუმინელი ჩოგბურთელი, ახლახანს დასრულებულ რომის მასტერსზე დაშავდა. ჰალეპმა გერმანელ ანჟელიკ კერბერთან მატჩის დროს ტრავმა მიიღო და ბოლომდე მომჯობინება ჯერ ვერ მოასწრო, რაც მეიჯორის გამოტოვებად დაუჯდება.
სიმონა ჰალეპი 2018 წლის როლან გაროსის ჩემპიონია, ხოლო შარშან მეოთხე წრემდე გააღწია, სადაც მომავალ ტრიუმფატორთან, პოლონელ იგა სვიონტეკთან დამარცხდა.
„მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიხდა, თუმცა სხვა გამოსავალი არ მქონდა. ძალიან მსურდა როლან გაროსზე თამაში. რა გაეწყობა, იმედი მაქვს უიმბლდონამდე მწყობრში ჩავდგები“ – თქვა სიმონა ჰალეპმა.
2021 წლის როლან გაროსის გათამაშება სტარტს 30 მაისს აიღებს.





