ეროვნული ლიგის განახლებამდე სათასო ბატალიების დროა. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გადამაშებაში რამდენიმე მეოთხედფინალისტი გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი წყალტუბოს „სამგურალია“.
სოსო ფრუიძის გაწრთვნილებმა სტუმრად ბოლნისის „სიონი“ დაამარცხეს. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში 23–ე წუთზე წყალტუბოელთა ლეგიონერმა ლუქმან გილმორმა გახსნა, ხოლო 62–წუთზე დათა სიჭინავას ზუსტი საჯარიმო დარტყმა გამოუვიდა და ანგარიშიც ასე გათანაბრდა.
დამატებით დროში კი სტუმრებმა იმძლავრეს. 108-ე წუთზე თავი შალვა ბურჯანაძემ გამოიჩინა, ხოლო 117-ზე პაპუნა ფონიავამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
ამრიგად, წყალტუბოს სამგურალი საქართველოს თასის მეოთხედფინალშია და ეროვნული ლიგის მორიგ ტურსაც კარგ განწყობაზე ხვდება.





