ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ ATP რეიტინგს ყოველკვირეულად ანახლებს. ზოგი ადის, ზოგიც ჩადის და ასე დაუსრულებლად.
რომის მასტერსის დასრულების შემდეგ კლასიფიკაცია კი განახლდა, თუმცა ტოპ ათეულში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა. უფრო სწორად საერთოდ არაფერი შეცვლილა და ყველა უკლებლივ თავის ადგილზე დარჩა.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგში მცირედით, მაგრამ მაინც დაქვეითდა. ბასილაშვილმა ერთი საფეხურით უკან დაიხია და ამჟამად 1830 ქულით მსოფლიოს 31-ე ჩოგანია.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში ATP-ის ეგიდით ჟენევასა და ლიონში ორი 250-იანი კატეგორიის ტურნირი დაიწყო, თუმცა ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობას არცერთში მიიღებს.





