ძმები არველაძეები დრეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. ვეტერანმა ფეხბურთელებმა არჩევანი „Sinopharm“-ის ვაქცინაზე გააკეთეს.
პროცედურების დასრულების შემდეგ, შოთა და არჩილ არველაძეები კომენტარის გასაკეთებლად ჟურნალსიტებთან მივიდნენ, თუმცა მედიის მთავარ ინტერესს ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენდა, რომელიც ერთ-ერთი არველაძის მერობის შესაძლო კანდიდატად დაყენებას გულისხმობს.
ძმებმა არველაძეება აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთხელ უარყვეს.





