შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფამ 17 და 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩაატარა, სადაც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.
17 წლამდე გუნდს წილისყრამ უნგრეთის, ისლანდიის და ესტონეთის ნაკრებები არგუნა. შეხვედრები 2021 წლის 1 ივლისიდან 16 ნოემბრამდე შუალედში გაიმართება. ელიტრაუნდში ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები და ასევე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 4 მესამეადგილოსანი გავა. 17 წლამდე კონტინენტის პირველობა 2022 წლის მაისში ისრაელში გაიმართება.
რაც შეეხება 19 წლამდელებს, აქ ეროვნული ნაკრების მსგავსად, ქართველ ჭაბუკებს კოსოვოს გუნდთან მოუწევთ ურთერთობის გარკვევა, რომლის გარდა ჯუფში ნოერვეგია და უელსი გვეყოლება. ტურნირი გამართვის 3 სავარაუდო თარიღი განიხილება: გაისად 30 აგვისტოდ – 7 სექტემბერი, 4-12 ოქტომბერიდა 8-16 ნოემბერი. არის დაგეგმილი, მეორე და მესამე კი ოქტომბერ-ნოემბერში.
ორივე ასაკობრივი ნაკრების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების მასპინძელი ქვეყნები ჯერ გარკვეული არ არის.
19 წლამდე ევროპის ჩემპიონატს 2022 წლის ზაფხულში სლოვაკეთი უმასპინძლებს.








