ევროპის სუპერლიგის დაარსება საფეხბურთო სამყაროსთვის ნაღმის აფეთქებასავით იყო. ბუნებრივია, რომ ამ ამბავმა უეფა და ფიფა ძალზედ გააბრაზა და პროექტის დამფუძნებლებსაც დიდი კრიტიკა დაატყდათ თავს.
საბოლოო, სუპერლიგა მალევა დაიშალა და იქ მყოფი 12 ევროპული გრანდიდან, უმეტესობამ ახლადშექმნილი გათამაშება მალევე დატოვა.
ერთ-ერთი გუნდი, რომელიც პროექტის დამფუძნებელთა შორის იყო, მაგრამ იქაურობას 24 საათში გამოეყო ლონდონის „ჩელსი“ გახლდათ.
გერმანული გამოცემები იუწყებიან, რომ არისტოკრატებს, უფრო სწორად მის მფლობელს რომან აბრამოვიჩს სუპერლიგიდან გასვლა დიდად არ უნდოდა, თუმცა რუსეთის კრემლიდან ზეწოლას ვერ გაუძლო და ეს ნაბიჯიც ამიტომ გადადგაო.
„რომან აბრამოვიჩმა მკაცრი მითითებები მიიღო. სუპერლიგა რუსეთის ინტერესებში არ შედის, რადგან გაზპრომი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მსხვილი სპონსორია. გარდა ამისა, სულ მალე სანქტ-პეტერბურგში ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი უნდა გაიმართოს, ხოლო 2022 წელს, ამ ქალაქში ჩემპიონთა ლიგის ფინალია დაგეგმილი. ამიტომაც, რუს მილიარდელს მიანიშნეს, რომ სუპერლიგა უნდა დაეტოვებინა“ – წერენ გერმანული გამოცემები.





