ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ევროპული ფეხბურთის ამჟამინდელი სტატუს კვო უნდა შეიცვალოს. ჩვენ გთავაზობთ ახალ ევროპულ ტურნირს, რადგან არსებული სისტემა აღარ მუშაობს და განახლებას საჭიროებს.
ჩვენი წინადადება მიზნად ისახავს ფეხბურთის და ზოგადად სპორტის განვითარებას, სრული რესურსისა და სტაბილურობის შესაქმნელად, მათ შორის პანდემიის შედეგად მთელი საფეხბურთო სამყაროს ფინანსური სირთულეების გადალახვაში დახმარებას. ეს ლიგა უზრუნველყოფს გუნდებს ფინანსურად და დაეხმარება ამ სპორტის სახეობას რომ გადარჩეს.
ინგლისური კლუბების დატოვების მიუხედავად, რომლებიც იძულებულნი იყვნენ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება მათზე განხორციელებილი ზეწოლის გამო, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი წინადადება სრულად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობასა და რეგულაციებს.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედავთ პროექტს და შესაფერის ნაბიჯებს გადავდგამთ. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საფეხბურთო სამყარო.





