საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე, სოციალურ ქსელში სუპერ ლიგის შექმნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სუპერ ლიგა სხვებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს და ფეხბურთს მთავარ ღირებულებას დაუკარგავს. არველაძე დარწმუნებულია, რომ ფეხბურთის მოყვარულთა დიდი უმრავლესობა, მსგავს რამეს არ დაუშვებს:
„როგორც კი ფეხბურთი გახდება ელიტური და ჩაკეტავს საზღვრებს, ის დაკარგავს მის მთავარ ღირებულებას.
ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის, გამონაკლისი წესის გარეშე.
ამიტომაც, არ მომწონს იდეა, რომელსაც გვთავაზობენ და ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარული ადამიანების დიდი უმრავლესობა ამას არ მიიღებს.” – დაწერა არველაძემ.





