ევროპის სუპერლიგის დაარსება საფეხბურთო სამყაროსთვის, განსაკუთრებით კი ფიფა-უეფასთვის მეხის გავარდნასავით იყო.
ამ პროექტის მომავალს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც იწონებს და დიდი მოლოდინი აქვს.
იურგენ კლოპი ჯერ კიდევ 2019 წელს, როდესაც სუპერლიგის შექმნის იდეა გაჩნდა ამბობდა, რომ ამ აზრს არ იწონებდა და ეწინააღმდეგებოდა.
„აზრი არ შემიცვლია. ახლაც იგივეს ვფიქრობ, რასაც ორი წლის წინ ვამბობდი. გულშემატკივრები და ზოგადად საფეხბურთო სამყაროს დიდი ნაწილი იმედგაცრუებული და აღშფოთებულია. მათი სავსებით მესმის, მაგრამ ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ბევრსაც ვერაფერს ვიტყვი. არც მე და არც ფეხბურთელები ამ პროექტის შექმნაში არ ვმონაწილეობდით.
საერთოდ არაფერი ვიცოდი და მეც სხვებივით მედია-ტელევიზიით შევიტყვე. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დაველოდოთ რა იქნება“ – ამბობს იურგენ კლოპი








