ახალი სუპერ ლიგის შექმნის შემდეგ, უეფას პირველი სანქცია ოფიციალურად გახდა ცნობილი. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის განცხადებით, სუპერ ლიგაში მონაწილე ფეხბურთელები საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
„ფეხბურთელები, რომლებიც სუპერ ლიგაში ითამაშებენ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობა აეკრძალებათ. მათ ფედერაციები ნაკრებში არ დაუშვებენ!“ – განაცხადა ჩეფერინიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპული ფეხბურთის 12-მა გრანდმა ახალი სუპერ ლიგის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რასაც უეფას და ფიფას მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოყვა. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოების პოზიციას საკმაოდ ბევრი სპეციალისტი იზიარებს და მიიჩნევენ, რომ ახალი ტურნირი მსოფლიო ფეხბურთზე რადიკალურად უარყოფითად აისახება.





