სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-9 ტურში ვაკო ყაზაიშვილის ულსან ჰიუნდაი სუვონს სტუმრობდა და მეტოქე დრამატულ მატჩში 0:1 დაამარცხა.
სტუმრებმა გამარჯვებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს, შედეგანი გადაცემის ავტორი კი სწორედ ჩვენებური გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ქართველის გუნდი 42-ე წუთიდან მოყოლებული კაცნაკლული თამაშობდა.
რაც შეეხება ვაკოს, ის კარგ ფორმაშია, წინა ტურში გოლიც გაიტანა და ასისტიც მიიწერა, რითაც ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ულსან ჰიუნდაის 20 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-2 პოზიციას იკავებს.





