მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ფიცარნაგზე 102 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსნები წარსდგნენ.
საქართველოს ნაკრებიდან მედლისთვის ბრძოლას ირაკლი ჩხეიძე ცდილობდა, თუმცა ქართველი სპორტსმენი საბოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ირაკლი ჩხეიძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 162/167/171 დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა. იგივე საფეხური ერგო აკვრაში დაძლეული 205 კილოგრამით, ორჭიდის ჯამში კი 376 კილოგრამი დააფიქსირა და ასევე მე-5 ადგილი დაიკავა.
დღესვე, თბილისის დროით 21 საათზე საქართველოს სახელით მედლების მოპოვებას ანასტასია გოტფრიდი ეცდება. ხვალ კი გულშემაკტივრებს კულმინაცია ელით. ტურნირის დასკვნით დღეს, მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედლების მოპოვებას პლანეტის საუკეთესო ძალოსანი, ლაშა ტალახაძე ეცდება.





