მილუოკი ბაქსის გამთამაშებელმა ჯრუ ჰოლიდეიმ, ვისკონსინურ გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ემოციურად ისაუბრა.
„შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ, საკუთარ თავზე ზრუნვა მეორეხარისხოვანია. იგივე პრინციპი ვრცელდება ამ გუნდზეც და ეს ძალიან მომწონს.
ბაქსი სწორი მიმართულებით მიდის და მსურს ამაში ჩემი წვლილი შევიტანო. გუნდში უამრავი გამოცდილი კალათბურთელია, რომლებმაც იციან საკუთარი თავი და იციან რა უნდათ.
ახლა მე სამუდამოდ მილუოკელი ვარ.
მოხარული ვარ, რომ Bucks Nation-ის ნაწილი გავხდი, მოდით დიდი საქმე გავაკეთოთ, აღფრთოვანებული ვარ,”- განაცხადა ჰოლიდეიმ ვიდეოში, რომელიც ბაქსის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ჯრუ ჰოლიდეი ბაქსში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ერიკ ბლედსოს ნაცვლად გადავიდა და გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლიბაში ის 160 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.





