რასიზმი და დიდი სკანდალი ლა ლიგაში. ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურში, „კადისისა“ და „ვალენსიას“ მატჩის მიმდინარეობისას ვალენსიელთა მცველს, მუხტარ დიახაბის მეტოქემ რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენა.
ფაქტს ბუნებრივია ფრანგი მცველის გაღიზიანება მოჰყვა და კადისის ფეხბურთელს პასუხის გასაცემად გაეკიდა. მთავარმა მსაჯმა დიახაბის ყვითელი ბარათი უჩვენა, რასაც თანაგუნდელების მხარდაჭერა მოჰყვა და „ღამურები“ მოედნიდან სრული შემადგენლობით გავიდნენ.
შედეგად შეხვედრა გარკვეული დროის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა ფრანგი ფეხბურთელი მოედნიდან გაიყვანა. მეორე ნახევარში მოედანზე არც კადისის ის ფეხბურთელი გამოჩენილა, რომელმაც დიახაბის შეურაცხყოფა მიაყენა.
საბოლოოდ შეხვედრა „კადისის“ გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.





