ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ის დიად პელეს გაუთანაბრდა, ეჭვგარეშე იყო, რომ საფეხბურთო სამყარო ახალი რეკორდის მომსწრე გახდებოდა.
ასე მოხდა. ლა-ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ვალიადოლიდი“ 3:0 დაამარცხა, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კი კატალონიური გუნდის მაისურით 644-ე გოლი გაიტანა. ასეთი შედეგი ერთი კლუბის რიგებში აქამდე არავის დაუდიდა.
„როდესაც ფეხბურთის თამაშს ვიწყებდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რეკორდების მსხვრევას მოვახერხებდი. მითუფრო ისეთს, როგორიც დღე შევძელი. არც კი ვოცნებობდი იმაზე, რომ ისეთ ფეხბურთელს გავუთანაბრდებოდი ან ვაჯობებდი, როგორიც პელეა.
მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების მანძილზე გვერდით მედგა. ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს. მარტო ვერაფერს მივაღწევდი. ეს მათი დამსახურებაცაა“ – წერს მესი საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე.
ლიონელ მესი კიდევ არაერთ გოლს გაიტანს და ძნელი სათქმელია მისი რეკორდი ოდესმე თუ გაუმჯობესდება.





