საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. ინფორმაცია ფედერაციამ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაცხადა.
20 წლის ფეხბურთელის გარდა აღნიშნულ ჯილდოზე ნომინირებულები გურამ კაშია და გიორგი ლორიაც იყვნენ.
2021 წელს კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 8 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთმოცემულ ბმულზე





