ყაზახეთის ნაკრების ლიდერს საკმაო ხანს უქმობა მოუწევს. ბაუირჟან ისლამხანს ერთა ლიგა, საქართველოს ნაკრები და ორი მარცხი ალბათ მწარედ ემახსოვრება, მაგრამ ეგ არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომავალი 2 წლის მანძილზე ელი.
მოკლედ, ყაზახეთის ნაკრების კაპიტანი დოპინგზე ჩავარდა და 24 თვიანი დისკვალიფიკაციაც აირტყა. არაბული „ალ აინას“ ნახევარცმველს, რომელსაც სხვათა შორის 2020 წლის დასაწყისში სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ აკვირდებოდა და გასინჯვაზეც ჰყავდა მიყვანილი სისხლში აკრძალული პრეპარატების კვალი აღმოუჩინეს.
ბაუირჯან ისლამხანს ტესტი 9 ნოემბერს, აზიის ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ აუღეს, პასუხი კი ცნობილი ახლა გახდა. შესაბამისად, სასჯელის ვადის ათვლაც ნოემბრიდან დაიწყება.
„ჩემდა გასაოცრად დოპინგ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მთელი კარიერის მანძილზე არასოდეს მიმიღია აკრძალული პრეპარატები და არც სპორტული რეჟიმი დამირღვევია. ამიტომაც გაოგნებას ვერ ვფარავ და შოკირებული ვარ“ – ამბობს 27 წლის ყაზახი ფეხბურთელი.


