ლას ვეგასში მიმდინარე საზაფხულო ლიგის ერთ-ერთ ბოლო დღეს, სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდა და 87-94 დამარცხდა.
NBA-ის საზაფხულო ლიგის ისტორიაში ქართველმა კალათბურთელებმა ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად იასპარეზეს და სათამაშო დრო ორივე მათგანს მიეცა.
მამუკელაშვილმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 22 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა და 20 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა. სანდრომ თამაშიდან და პერიმეტრიდან შესანიშნავი პროცენტით შეუტია – 4-დან 3 სამქულიანი, 12-დან 8 გამოყენებული ტყორცნა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და „მილუოკიმ” მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა. ბეჟანიშვილს რაც შეეხება მან პარკეტზე მხოლოდ 7 წუთი და 16 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გიორგიმ 2 ქულა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.





