ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედალი მოიპოვა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველი გენო პეტრიაშვილი ფინალურ შეხვედრაში ამერიკელ გეიბლ სტევესონს დაუპირისპირდა და 8:10 დამარცხდა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს:
„გული არ გაიტეხო, გენო! მომავალი, კიდევ უფრო დიდი წარმატებები წინ გაქვს! ჩვენ ყველანი ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანე!” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.








