ხუან მანუელ სერუნდოლო – ეს სახელი და გვარი ჩოგბურთის მოყვარულთ ალბათ ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ არგენტინელმა ბიჭმა ისტორია კი გადაწერა.
არგენტინის ქალაქ კორდობაში მიმდინარე ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც თითქმის 394 ათასი ევროა მან ფინალში გასვლა შეძლო. მერე ამით რა? თითქოს არაფერი განსაკუთრებული არა? მაგრამ საქმე იმაშია, რომ 2004 წლის შემდეგ, ხუან მანუელ სერუნდოლო გახდა პირველი 19 წლის ჩოგბურთელი, რომელმაც თავის სადებიუტო ATP-ის ტურნირზე ფინალამდე მიაღწია.
17 წლის წინ, ამის გაკეთება ესპანელმა სანტიაგო ვენტურემ მაროკოში მოახერხა.
სადაც ამდენი, ისიც ვთქვათ, რომ სერუნდოლოს მეტოქე ფინალში მასზე გაცილებით გამოცდილი, ესპანელი მეჩოგნე ალბერტ რამოს ვინოლასი იქნება.


