პრემიერლიგის 25-ე ტურში მორიგი მარცხი იწვნია „ტოტენჰემმა“. ლონდონური კლუბი, გვერდით უბანში გადავიდა და „ვესტ-ჰემს“ ოლიმპიურ სტადიონზე დაუპირისპირედა. მატჩი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
ასე თუ გაგრძელდა არ არის გამორიცხული ჟოზე მოურინიოს კარისკენ სეზონის დასრულებამდეც კი მიუთითონ. ინგლისური მედია ჯიქურ ორ კანდიდატსაც ასახელებს, რომლებიც პორტუგალიელი სპეციალისტის შემცვლელად განიხილებიან. ესენი არიან ლესტერის დამრიგებელი ბრენდად როჯერსი და ლაიპციგის ახალგაზრდა მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი.
ამასობაში, ამ მარცხით ჟოზე მოურინიომ საკუთარი ანტირეკორდიც დაამყარა. „ვესტ-ჰემთან“ დაპირისპირება „განსაკუთრებულისთვის“ „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რიგით 50-ე იყო და ჯამში 81 ქულის დაგროვება შეძლი, რაც მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში უცუდესი მაჩვენებელია.
58 წლის ჟოზე მოურინიოს, 50 მატჩში საუკეთესო შედეგი „ჩელსიში“ პირველად ყოფნის დროს აქვს დაფიქსირებული – 126 ქულა.
„ტოტენჰემი“ 36 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას გვარიანად ჩამორჩება.





