11 მარტს, ევროპა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში, კიევის „დინამო“ ესპანურ „ვილიარეალს“ მიიღებს. ამ ამბავს ცალკე ნამდვილად არ გამოვყოფდით და არც მასალას მივუძღვნიდით რომ არა ერთი გარემოება. ესპანური გუნდი ცოტა არ იყოს უჩვეულოდ იქცევა და კიევში მატჩისწინა ვარჯიშზე უარს ამბობს. მიზეზი კორონავირუსის შიშია.
როგორც ესპანური მედია იუწყება, „ვილიარეალი“ უკრაინის დედაქალაქში მატჩის წინა დღეს, 10 მარტს ჩაფრინდება და აეროპორტიდან გეზს პირდაპირ სასტუმროსკენ აიღებს, იქიდან კი თამაშამდე ცხვირს აღარ გამოყოფს. რაც შეეხება მატჩისწინა პრესკონფერენციას, გუდნის მთავარი მწვრთნელი და ერთ-ერთი ფეხბურთელი მას სასტუმროში, ონლაინ-რეჟიმში გამართავენ.
მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანური გუნდი პირდაპირ სტადიონიდან „ბორისპოლის“ აეროპორტში გაემართება და უკრაინას დატოვებს.





