საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ვილი სანიოლი: “საბერძნეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა და ახლაც არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. თუმცა, მარტში ვაჩვენეთ, რომ მათთან თამაში შეგვიძლია და მეტიც, მოგებას ვიმსახურებდით. მსგავს თამაშს ველოდებით ახლაც და ვიმედოვნებთ, რომ შედეგი უკეთესი იქნება. ახლა გაცილებით კარგ სიტუაციაში ვართ, ვიდრე სექტემბრის მატჩებში კოსოვოსთან, ესპანეთსა და ბულგარეთთან. თუ ბოლომდე დავიხარჯებით და იმას ვაჩვენებთ, რასაც ბოლო დღეებში ვარჯიშებზე, მჯერა, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ”, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.





