უკვე ყველამ გაიგო, რომ დღეს UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა უმაღლეს საბრძოლო ლიგაში ზედიზედ მეშვიდე ორთაბრძოლა მოიგო.
მერაბის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი, მარლონ მორაესი იყო, რომელიც ქართველმა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
თუმცა, გამარჯვებამდე მარცხის დიდი რისკი იყო. მორაესმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ჩვენი მებრძოლი დაანოკდაუნა კიდეც. რომ არა მერაბის საოცარი გამძლეობა მეტოქის უმძიმეს დარტყმებზე, დიდი შანსი იყო რომ მსაჯს შეხვედრა გაეჩერებინა და ქართველი მებრძოლისთვის წაგება ჩაეწერა.





