34 წლის ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი კიუშუს ბაშოს მეხუთე დღეს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.
სასტარტო შეჯახებისას მცირე უპირატესობა იაპონელმა სუმოისტმა მოიპოვა, თუმცა ლევანმა კონტრიერიში წამოიწყო და მოწინააღმდეგე დოჰიოდან გადაიყვანა.
კიუშუ ბაშოს მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-14 მაეგაშირა ჩიიონოკუნი იქნება. ქართველ სუმოისტს იაპონელ მოწინააღმდეგესთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს.
ლევანს ელიტაში დასარჩენად, მინიმუმ 5 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება, კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში კი ჯურიოს დივიზიონში დაქვეითდება.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა ქართველმა სუმოისტმა წელის ტრავმა ტურნირის წინ ბოლო ვარჯიშზე მიიღო და დოჰიოზე გასვლა ვერ მოახერხა.








