კიუშუ ბაშოს მე-7 დღეს ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირა იშიურას დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით მოიგო.
ქართველი სუმოისტის ბალანსი კიუშუ ბაშოზე 2 მოგება და 1 მარცხია.
შეგახსენებთ, რომ ლევანმა ტურნირის პირველი 4 დღე წელის ტრავმის გამო გამოტოვა.
ტურნირის მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-16 მაეგაშირა აკუა იქნება. ლევანს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კიდევ 4 მოგება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდება.








