ჰაცუ ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა სუმოისტმა მოქმედ სეკიტორთა შორის უხუცესი, 38 წლის შოჰოძანი დოჰიოდან ცურიდაშით გადაიყვანა. ბრძოლა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა.
ტოჩინოშინის მაჩვენებელი 5 მოგება და ამდენივე მარცხია. ლევანს იანვრის ბაშოზე აუცილებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით ჯურიოს დივიზიონში დაქვეითდება.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ქართველი ვეტერანი ჰაცუ ბაშოს დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით შეხვდა.





