უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე +78 კილოგრამ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი ნახევარფინალში გავიდა.
სოფიომ პირველ წრეში რუს მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში კი ლიტველი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალში სოფიოსთან ერთად ილია სულამანიძე და გიორგი ჩიქოვანი გავიდნენ. ასევე სხვადასხვა წონით კატეგორიებში სხვადასხვა ქართველი ძიუდოისტები ასპარეზობას განაგრძობენ.





