გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 23-ე ტურში, “ჰამბურგისა” და “ზანდჰაუზენის” შეხვედრა 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ გიოს სათამაშო დროს ეტაპობრივად უზრდიან. მან მატჩში მონაწილეობა მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაიწყო.
ერთ-ერთ ეპიზოდში ჩაკვემ ბურთი შორი მანძილიდან წამოიღო, რამდენიმე მეტოქე მოატყუა, საჯარიმოსაც მიუახლოვდა, მაგრამ ქართველის დარტყმული მეტოქის კარს აცდა. არადა გიორგის გატანა შორეულ კუთხეში შეეძლო, რაც მისი გერმანული კარიერისთვის შესაძლოა გარდამტეხი ყოფილიყო.
ჩაკვემ “ზანდჰაუზენიისთან” 3 წარმატებული დრიბლინგი, 35 ზუსტი პასი და 7-დან 4 მოგებული დუელი განახორციელა.
შემდეგ ტურში მეორეადგილოსანი, “ჰამბურგი” ლიდერ “ვერდერს” 27 თებერვალს უმასპინძლებს.





