მკლავჭიდში, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ქართველ „ჰალკად“ წოდებულა ლევან საგინაშვილმა გამარჯვებით დაიწყო.
ამერიკაში მიმდინარე Top 8-ის მეოთხედფინალში ქართველი მკლავჭიდელი ამერიკელ დეივ ჩეფს შეხვდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ლევანმა მეტოქეს ექვსიდან ექვსივე ცდაზე გადაუწია ხელი და ნახევარფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.