2021 წლის 6 ნოემბერს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი დაბა ფასანაურში მდებარე ახალ სპორტულ კომპლექსს ესტუმრა და ძიუდოს აკადემია მოინახულა, რომელიც უახლოეს დღეებში გაიხსნება.
ამის გარდა, ფონდის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს მუნიციპალიტეტს დარბაზის ინვენტარით აღჭურვაში, ბავშვებს კი ბავშვებს შესაბამის სპორტულ ეკიპირებას გადასცემს.
ვიზიტის ფარგლებში, ფონდის წარმომადგენლები საფეხბურთო კლუბ „არაგველებსაც” ესტუმრნენ და სპორტსმენებს საჩუქრად სპორტული ეკიპირება და ინვენტარი გადასცეს.
„ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და ბავშვების ინვენტარით უზრუნველყოფა. რეგიონებში არაერთი ენთუზიასტია, რისი კარგი მაგალითიც ფასანაურია. მიტოვებული შენობა სპორტულ დარბაზად გადააკეთეს და სპორტული კერა შეინარჩუნეს. ბავშვებს საჩუქრები რომ გადავეცით, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, მათ შორის ბევრი მაღალი დონის სპორტსმენი გაიზრდება. ასეთი კერებს შექმნა სპორტის და სპორტული ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.






