საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-15 ტურის შეხვედრაში “კასტრი” “სტად ფრანსეს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 15:9 დასრულდა.
54-ე წუთზე “სტად ფრანსეს” ავსტრალიელმა ჰუკერმა, ტოლუ ლატუმ “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯს, ლევან ჩილაჩავას სახეში დარტყაა, სამაგიეროდ კი ჩილაჩავამაც არ დააყოვნა და მეტოქეს უთავაზა.