ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძე ნახევარფინალში გავიდა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა 1/8 ფინალში მასპინძელი სტანისლავ ბანჩუკი დაამარცხა, 1/4 ფინალში კი რუმინელ ედუარდ სერბანს სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ილიას მსგავსად ნახევარფინალში, ონისე ბუღაძე (+100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გავიდნენ. ონისე სანებლიძე კი 1/4 ფინალშია და მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდება.
დღეს საქართველოს სახელით ასევე, უშანგი მარგიანმა (90 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) იაპსარეზეს, თუმცა სპორტსმენები ასპარეზობას გამოეთიშნენ.
ილია სულამანიძის მეტოქე ნახევარფინალში ზელიმ კოცოიევსა და ელმარ გასიმოვს შორის გამარჯვებული სპორტსმენი იქნება.





