არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში, „ჰურაკან ლას ჰერნასის“ და „ფეროს“ მატჩის დროს სტადიონზე სისხლიანი გარჩევა მოხდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ერთმანეთს გულშემაკტივრები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც „ფეროს“ მთავარი მწვრთნელი, მაურისიო რომეროც დაზარალდა.
მეორე ნახევარში, „ჰურაკანის“ მესამე გოლის შემდეგ მოედანზე არეულობა დაიწყო, რის გამოც მსაჯს შეხვედრის შეჩერებაც მოუწია. დაპირისპირების დროს ტრიბუნებიდან სათადარიგო სკამის მიმართულებითაც გაისროლეს და ტყვია „ფეროს მთავარ მწვრთნელს მხარში მოხვდა.
ინციდენტის შემდეგ, მწვრთნელებმაც და ფეხბურთელებმაც მოედანი სასწრაფოდ დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაურისიო რომეროს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

