არაერთი გრანდისთვის, ზედიზედ 6 მატჩის მოგება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი კი არის, მაგრამ ამის გამო ეიფორიაში არ ვარდებიან, მითუფრო ისტორიის დაწერაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
მაგალითად, ლონდონის „არსენალის“ ქომაგებს უსათუოდ ემახსოვრებათ ის გასაოცარი სეზონი, როდესაც არსენ ვეგნერის მწვრთნელობის პერიოდში პრემიერლიგის ჩემპიონები წაუგებლად გახდნენ.
აი, კიდევ ერთ ლონდონურ გუნდს კი შედარებით მოკრძალებული რამ ახარებთ. უფრო მეტიც – ამით სათავისო უნიკალურ მიღწევასაც აფიქსირებენ. „ვესტ-ჰემი“ ინგლისური საზომებით ანგარიშგასაწევი გუნდი კი არის, მაგრამ ევროპაში წლებია ვეღარ ყოჩაღობს. „ჩაქუჩების“ რეკორდიც შიდა ჩემპიონატს უკავშირდება.
პრემიერლიგის მე-20 ტურში, „ვესტ-ჰემმა“ „კრისტალ პალასს“ 1:0 მოუგო და ამით კი გაიხარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკლუბო რეკორდისთვისაც გამოუკრავთ ხელი. ლონდონური კლუბისთვის ეს ზედიზედ მე-6 გამარჯვება გამოდგა, ეს კი გუნდის 126 წლიან ისტორიაში პირველად მოხდა. საუბარია, კალენდარული წლის მიჯრით 6 მოგებით დაწყებაზე.





