ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა თავის სოციალურ ქსელში საინტერესო განცხადება გააკეთა:
“ბედნიერი ვარ,რომ თუნდაც ერთი დღით შევძელი და თქვენი გულები გავახარე,გაგაბედნიერეთ…
მეუბნებიან: რომ ქვეყნის რთულ პერიოდში შევძელი და ჩემმა გამარჯვებამ ჩემი ხალხი გააერთიანა!!!
შემდეგ ამდენი ბედნიერი,გახარებული გულების ნახვა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს…
მიყვარხართ უზომოდ!
მთელი სულით და გულით.
ვეცდები,რომ ბევრჯერ მოგანიჭოთ ასეთი სიხარული.
ვგრძნობ,რომ მე ეს შემიძლია!
და ეს მახარებს…
მე არ გავჩერდები!
ჩვენს,ყველაზე მაგარ ქვეყანას,უამრავჯერ ვასახელებ!
გპირდებით!
ვამაყობ რომ ვარ ქართველი”-განაცხადა ბექაურმა
შეგახსნებთ, რომ ლაშა ბექაური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-5 ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ოლიმპიური თამაშების მოგება მოახერხა.