„ულსან ჰიუნდაიმ“ სამხრეთ კორეის ლიგაში მორიგი შეხვედრა გამართა. აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე „სუვონი” მიიღო და მაღალი სხვაობით, 2:5 დამარცხდა.
მასპინძელთა მხრიდან თავი ანგარიში 21-ე წუთზე საქართველოს ნაკრების 28 წლის შემტევმა, ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, თუმცა ქართველი ფეხბურთელის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
ცნობისთვის, ყაზაიშვილს „ულსან ჰიუნდაის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 3 გოლი აქვს გატანილი.





