საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ვაკო ყაზაიშვილმა კარიერა შესაძლოა სამხრეთ კორეაში განაგრძოს. კორეული სააგენტო FMKorea წერს, რომ ადგილობრივი „ულსან ჰიუნდაი“ ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით არის დაინტერესებული.
როგორც გამოცემა იუწყება, შეთავაზებაზე გულგრილი არც თავად ფეხბურთელია და ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს დღეებშიც გაოფიციალურდეს.
ბოლოს 28 წლის ფეხბურთელი ამერიკაში, MLS-ში „სან ხოსეს“ ღირსებას იცავდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 82 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა. დეკემბრიდან ვაკო უგუნდოდაა და სხვადასხვა შეთავაზებებს განიხილავს.





