საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ქალაქ კალინინგრადში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია 27:0 დაამარცხადა ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.
ქართველმა მორაგბეებმა პირველ ტაიმში 4 ლელოს დადება შეძლეს, ხოლო მეორე ნახევარში კი ერთი ლელო მიითვალეს და მეტოქე მარტივად დაამარცხეს.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 2018 წელს საფრანგეთს ფინალში 8:3 მოუგო, 2019 წელს კი ესპანეთი 20:10 დაამარცხა.








