ტურინის „იუვენტუსს“ კარგი დროება არ უდგას. ანდრეა პირლოს გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და არც შიდა ასპარეზზე მისდის საქმეები იდეალურად. „ბებერი ქალბატონი“ წინა ტურში საკუთარ კედლებში „ბენევენტოსთან“ 0:1 დამარცხდა და საჩემპიონო შანსებიც მკვეთრად შეიმცირა.
იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა პირლოს მომავალი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე საკმაოდ ბუნდოვანია. „ბენევენტოსთან“ მარცხის შემდეგ გასახდელში გუნდის პრეზიდენტი ანიელიც ჩასულა და პირლოსთან მწვავე საუბარიც ჰქონია.
მოკლედ, როგორც „იუვენტუსის“ შიდა სამზარეულოდან გამოჟონილი ინფორმაციით ვიგებთ, ანდრეა პირლოს ულტიმატუმი წაუყენეს, რაც მომდევნო 5 მატჩში სასურველი შედეგის დაფიქსირებას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გუნდიდან გაუშვებენ.
სახელდება 3 სავარაუდო კანდიდატიც – ლუჩიანო სპალეტი, სიმონე ინძაგი და ჯან პიერო გასპერინი.





