ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩში ბრატისლავა “სლოვანმა” შინ “ოლიმპიაკოსი” მიიღო. მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა.
შესაბამისად, ბერძნულმა კლუბმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ადგილი გაინაღდა.
ასევე გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ბრატისლავა “სლოვანი” ორ მატჩიან დუელში მარცხის შემდეგ კონფერენს ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.
ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარეს.
ცნობისთვის, ვლადიმერ ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას “მორაცვე-ვრაბლეს” წინააღმდეგ ჩაატარებს.





