დოჰას მასტერსის, ხოლო შემდეგ თელ-ავივის გრანდ-სლემის შემდეგ, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა დამაჯერებლად იასპარეზეს და შინ არაერთი მედლით დაბრუნდენ, ჯერ ტაშკენტზე ტურნირზე მიდგა. აქ უკვე, საქართველოს ნაკრები წინამორბედებისგან განსხვავებით გაცილებით გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრა და ბევრ ლიდერს დასვენების საშუალება მიეცა.
ტაშკენტის გრანდ-სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე ქართველი ძიუდოისტებიდან ჯაბა პაპინაშვილი, ხოლო გოგონებიდან ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი გავიდნენ. სამწუხაროდ, ორივე მათგანისთვის ტურნირი უმედლოდ დასრულდა.
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ) სასტარტო დაპირისპირებაში საკმაოდ ძლიერ კორეელ მეტოქეს გადაეყარა და უშანსოდ წააგო.
რაც შეეხება ჯაბა პაპინაშვილს (60კგ) მას მედლამდე ბევრიც არ დააკლდა. ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ ყირგიზი ოტარ ბესტაევი დაამარცხა, შემდეგ ბრაზილიელ ფილიპ კიტადაის აჯობა, ხოლო ნახევარფინალში გადასასვლელი ბრძოლა ყაზახ სმეტოვთან წააგო. პაპინაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, მაგრამ იქაც წარუმატებლად იასპარეზა და ტაჯიკ საიდაბუროროვთან წააგო.
6 მარტს, ტაშკენტში გაშლილ ტატამზე ფრიდონ გიგანი (73კგ) და გიორგი შერაზადაშვილი (81კგ) იჭიდავებენ.




