საქართველოს ნაკრებისა და “ჩერნომორეცის” 21 წლის ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა “პრიშტინას” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. “ჩერნომორეცმა” ამხანაგურ შეხვედრაში “პრიშტინა” 4:0 გაანადგურა.
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის 69-ე წუთზე ვანკასს გაატანინა, შეხვედრის 73-ე წუთზე კი თავად გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
”ჩერნომორეცი” ახალი სეზონისთვის შეკრებას გადის, უკრაინელი გუნდი ამხანაგურ შეხვედრებში “დრიტასა” და “შკუპს” დაუპირისპირდება.
გიორგი წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში “ჩერნომორეცის” მაიუსრით გამართულ 16 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.





