საქართველოს ნაკრების შემტევმა, საბა ლობჟანიძემ თურქული „ჰატაისპორის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და სუპერ ლიგის გახსნით მატჩში საკუთარი კლუბი მარცხისგანაც იხსნა.
თურქეთის სუპერ ლიგის პირველ ტურში „ჰატაისპორი“ საკუთარ მოედანზე „კაზიმფაშას“ შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
საბა მოედანზე 64-ე წუთზე შემოვიდა, როდესაც მასპინძლები 0:1 მარცხდებოდნენ. ქართველმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა 72-ე წუთზე შეძლო და საბოლოო ანგარიშიც (1:1) დააფიქსირა. საბამ საგოლე შეტევა თავად დაიწყო, თანაგუნდელთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.
ქართველი შემტევი კლუბს მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა, ასევე თურქული „ანკარაგუჯუდან“ შეუერთდა.
„ჰატაისპორი“ სუპერლიგაში მომდევნო შეხვედრას 23 აგვისტოს, სტუმრად „გალათასარაის“ წინააღმდეგ გამართავს.




