ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრის დაწყებამდე 24 საათით შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსენმა მატჩისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ, რომელსაც ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავს. ისინი ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ არამხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა მეტოქეების წინააღმდეგაც.
ფეხბურთი გუნდური სპორტია, წარმატებისთვის ჩვენმა ყველა მოთამაშემ მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს, რათა საქართველოსთან მოვიგოთ.
რა თქმა უნდა, დიდი პატივია მწვრთნელისთვის, როცა ზლატან იბრაჰიმოვიჩისნაირი მოთამაშე გყავს. მისი გამოცდილება, მისი პიროვნება შვედეთის ნაკრებს ძალიან ეხმარება“, – განაცხადა ანდერსონმა.







