გავლენიანმა ბრიტანულმა სააგენტო TRANSFERMARKT-მა ფეხბურთელების ფასები განაახლა.
ბუნებრივია ქართველი ფეხბურთელების ფასებიც შეიცვალა. სამწუხაროდ “ჩერნომორეცის” 21 წლის ნახევარმცველის გიორგი წიტაიშვილის ფასი 200 000-ით გაიაფდა და ამჟამად მილიონი ევრო ღირს.
გერმანიის მეორე ლიგის გუნდ დრეზდენის “დიანამოში” მოასპარეზე გურამ გიორბელიძის ფასი 150 000-ით შემცირდა და ამჟამად 450 000-ს შეადგენს.
ხარკოვის “მეტალისტის” ახალწვეულის საბა კვირკველიას ფასი მილიონით შემცირდა და ამჟამად მილიონ ნახევარი ღირს.
საქართველოს ნაკრების 20 წლის ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი უცვლელი რჩება, კვარა 18 მილიონი ღირს. ხვიჩა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.
TRANSFERMARKT-ზე ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:
1. ხვიჩა კვარაცხელია – 18 000 000
2. საბა ლობჟანიძე – 3 400 000
3. დავით ხოჭოლავა – 3 000 000
4. ოთარ კიტეიშვილი – 3 000 000
5. გიორგი მამარდაშვილი – 3 000 000
6. გიორგი ჩაკვეტაძე – 2 700 000
7. ჯიმი ტაბიძე – 2 500 000
8. ზურიკო დავითაშვილი – 2 500 000
9. ლევან შენგელია – 2 000 000
10. გიორგი ქვილითაია – 1 800 000





