საქართველოს ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე ბრწყინვალე ფორმაშია. Transfermakt.com.tr-მა ქართველი ფეხბურთელი გამოარჩია. თურქულმა გამოცემა სოციალურ ქსელ Instagram-ში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.
საბა თურქეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში გოლს+ასისტის მაჩვენებლით ნიგერიელ ენტონი ნვაკაემესთან ერთად საუკეთესოა.

ცნობისთვის, ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატში 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.







