ლონდონის “ტოტენჰემმა” და “სევილიამ” ფეხბურთელები გაცვალეს. 20 წლის ბრაიან ხილი მომავალ სეზონში “დეზების” რიგებში იასპარეზებს, რაც შეეხება ერიკ ლამელას, ის კარიერას ესპანურ გუნდში გააგრძელებს.
ინგლისური გუნდი სევილიურ გუნდს ახალგაზრდა ხილში ერიკ ლამელას და დამატებით 25 მილიონ ევროს გადაუხდის.
20 წლის ესპანელმა ტოტენჰემთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც შეეხება 29 წლის არგენტინელს, ლამელამ სევილიასთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.





