გამოცდილმა ბელგიელმა მცველმა, ტომას ვერმაელენმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
36 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის გვიამბობს, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და თავის მომავლის გეგმებს გვიზიარებს.
ვერმაელენი ბელგიის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს.
გამოცდილმა მცველმა საკლუბო კარიერაში 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 FA CUP, 4 ლა ლიგა, 3 კოპა დელ რეი, 1 ნიდერლანდების ჩემპიონატი, 2 ნიდერლანდების თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2 ნიდერლანდების სუპერთასი, 1 ევროპის სუპერთასი, ასევე თითო-თითო იაპონიის თასი და სუპერთასი მოიგო.
ვერმაელენმა ბელგიის ნაკრებში ჩატარებულ 85 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
ვეტერან ფეხბურთელს კარიერის მანძილზე ვისელ “კობეში”, “ბარსელონაში”, “რომაში”, “ვალვაიკსა” და “არსენალში” უთამაშია.
🇧🇪 𝗢𝗙𝗙𝗜𝗖𝗜𝗔𝗟: Thomas Vermaelen has announced his retirement and joined @BelRedDevils as an assistant coach…
All the best @thomasvermaelen 👏 pic.twitter.com/4EyKJOhoBr
— UEFA EURO 2024 (@EURO2024) January 21, 2022

