ლონდონის „ჩელსი“ აშკარად მოფერიანებულია. არა, იმას არ ვამტკიცებთ აქამდე რომ ჯანზე ვერ იყვნენ გინდა თუ არა ფრენკ ლამპარდის ბრალი იყოო, მაგრამ ფაქტია – ტომას ტუხელის მოსვლის შემდეგ არისტოკრატებს ჯერ თამაში არ წაუგიათ.
ასე იყო ამჯერადაც. ლონდონელებმა პრემიერლიგის მორიგ ტურში ატსაიდერი „შეფილდი“ მათსავე მოედანზე 2:1 დაამარცხეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია „ჩელსის“ დამრიგებელი ტომას ტუხელი, რომელმაც შეგირდები შეაქო.
„გამარჯვებები ადვილად არ მოდის. თითოეულ მატჩში ბრძოლა და თავდადებაა საჭირო. დღესაც ამ ფაქტორმა მოგვიტანა წარმატება.
გაგვიმართლა, რომ პირველი გოლი ჩვნ არ გავუშვით. რაც შეეხება ავტოგოლს, მცველის და მეკარის შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი. კარგი იქნება ასეთი რამ მომავალში თუ არ განმეორდება.
საბოლოო ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ და საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ეს გამარჯვება სამომავლოდ მეტ თავდაჯერებულობას შეგვმატებს“ – განაცხადა ტომას ტუხელმა.
„ჩელსი“ ამ დროისთვის 39 ქულით მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩი 15 თებერვალს „ნიუკასლთან“ ელის.





